შაბათი, ივნისი 06, 2026

“ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ” _ კობახიძე ოპოზიციაზე


“ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ” _ კობახიძე ოპოზიციაზე

“პირველი, ტყუილია ის რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს. პირიქით, ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. მეორე – ხალხი, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე, გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ გაუკეთებიათ, ეს არის ჩვენი პასუხი", _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ "ქართული ოცნება" უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტი დატოვონ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია