შაბათი, ივნისი 06, 2026

“საშინელი ტრაგედია ტრიალებს… _ 22 წლის სამხედროს ზეგ დაკრძალავენ”


“საშინელი ტრაგედია ტრიალებს…  _ 22 წლის სამხედროს ზეგ დაკრძალავენ”

სენაკში 22 წლის ახალგაზრდას გლოვობენ - ალიკა ლაკია 25 აპრილს, მძიმე ავარიას ემსხვერპლა. "საშინელი ტრაგედია ტრიალებს.... 22 წლის სამხედროს ზეგ დაკრძალავენ. პატიოსანი ბიჭი იყო.... რამდენი გეგმა დარჩა შესასრულებელი. ალიკა არ იმსახურებდა ასეთ საშინელ სიკვდილს", _ წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობი-ფოთის გზაზე მოხდა. ავტომობილი, რომელსაც ალიკა ლაკია მართავდა, მეორე ავტომობილს შეეჯხა და ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ამასთან, მძიმედ დაშავდა მეორე ავტომობილში მყოფი ერთი პირი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია