შაბათი, ივნისი 06, 2026

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის ცვლილების შესახებ


“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის ცვლილების შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. "მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია