შაბათი, ივნისი 06, 2026

“გულში სათუთად არის შენახული თქვენი თბილი გამოხედვა” _ დღეს მამა თომას დაბადების დღეა


“გულში სათუთად არის შენახული თქვენი თბილი გამოხედვა” _ დღეს მამა თომას დაბადების დღეა

დღეს ყველა ჩოხატაურელსთვის და არამარტო მათთვის საყვარელი მოძღვრის, დეკანოზ თომა სიხარულიძის დაბადების დღეა. მრევლი მის საფლავთან შეიკრიბა და პატივი მიაგო "სიყვარულისფერი მოძღვრის" ხსოვნას. მამა თომას იხსენებენ სოციალურ ქსელშიც: "სიყვარულისფერო მოძღვარო გილოცავ დაბადების დღეს , მადლობა ღმერთს რომ ღირსი გამხადა შეთან მეგობრობისა. მენატრები" "შეუდარებელო, მამაო გილოცავთ ცათა სასუფეველში დაბადების დღეს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული"; "8 მაისი მამა თომას დაბადების დღეა. ვუყურებდი ადამიანების ლოცვას, სიყვარულს, ღიმილს, მოკრძალებას, ცრემლს... ბევრი სანთელი და ყვავილები... დღეს სიყვარულისფერი მოძღვარის დაბადების დღეა... გილოცავთ, მოძღვარო!" "მუდამ ჩვენს გულებში იქნები მამაო თომა!" "უსაშველოდ მტკივა უშენობა, მამი!" "დაბადების დღეს გილოცავთ, მამი. გულში სათუთად არის შენახული თქვენი თბილი გამოხედვა". ჩვენი სათნოების ხატი ხართ". "მან თავისი ცხოვრების წესით დაგვანახა, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ არ მოკვდე. ჩვენ, იმ თაობას, ვინც მის წიაღში გავიზარდეთ ძალიან გაგვიმართლა, რადგან საოცარი ადამიანობის, მეგობრობის, მზრუნველობის, სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითებს გვიჩვენებდა. საოცარი დღეები და ისტორიები მაკავშირებს მასთან, სულ უკვირდა ის პატარა გოგო, როდის გავხდი ასე დიდი, მაგრამ მე იმ დღეს გავიზარდე, როცა ის წავიდა.." "სამყაროს ფერადი ფურცელიდან გაფრინდა. სურათი რომელიც გულით მაქვს ნანახი. არმინდა ვიფიქრო!არმინდა, არმინდა! თვალებზე ცრემლების დავა და კამათი. ზეცაში გაფრინდა და ზეცა გამდიდრდა. მამაო ღმერთთან და ცოდვები მიწაზე! არმინდა ვიფიქრო!არმინდა,არმინდა! ზარების ხმაზე და უთქვენო წირვაზე! ტაძარი,მრევლი და ობოლი საყდარი. ცარიელ ქუჩებში ჩამესმის შენი ხმა. არარის საშველი!არარის,არარის! მსგავსებით ნათქვამი,მზერა და შენიშვნა. არააქვს სიცოცხლეს საამურს ხალისი. და დილას იწუნებს დღეები მზიანი. დიდება უფალო!დღეს რვაა მაისი. როცა დაიბადა ეს ადამიანი! _ წერენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მამა თომა 2021 წლის 25 ივნისს კორონავირუსით გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია