შაბათი, ივნისი 06, 2026

“გულსატკენი სცენები სუმიდან დღეს დილით”- კაია კალასი


“გულსატკენი სცენები სუმიდან დღეს დილით”- კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე თავდასხმაზე, რასაც, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. "გულსატკენი სცენები სუმიდან დღეს დილით, როდესაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ. რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა", _ წერს X-ზე კაია კალასი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია