- მარტი 01, 2026
“გორბის” ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს
- ოქტომბერი 30, 2021
- , პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%; ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8% ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%; დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%. იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%; ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%. არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%; გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.