- მარტი 01, 2026
“დაზარალებულების დასახმარებლად შეიკრიბნენ, ამ დროს მეორე მეწყერი ჩამოწვა” (უცხოეთი)
- ივლისი 23, 2024
- , პოლიტიკა
მეწყერს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ეთიოპიაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად 2 მეწყერი სხვადასხვა დროს წარმოიქმნა. გოფას ზონის გენერალურმა ადმინისტრატორმა მესკირ მიტკუმ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან ქალები, ბავშვები და პოლიციელები. ”კვირას ღამით იყო ძლიერი წვიმა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად,” - თქვა სამხრეთ ეთიოპიის რეგიონულ შტატში გოფას რაიონის მთავრობის სპიკერმა, კასჰუნ აბაინემ. „დილას [ორშაბათს] სტიქიის ადგილზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პოლიცია, რათა გადაერჩინათ პირველი მეწყრის შედეგად დაზარალებული. სწორედ მაშინ მოხდა მეორე მეწყერი, ”- თქვა მან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო AFP.