- მარტი 01, 2026
“დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო” _ თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს
- ივლისი 07, 2024
- , პოლიტიკა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "გლოვოს" კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ - ინფორმაციას შაბათის "ფორმულა" ავრცელებს. „შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია… 4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძიზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა „ფორმულასთან“.