- მარტი 01, 2026
“დაგროვებითი პენსიის შენატანები გაიზარდა”- კომიტეტის თავმჯდომარე
- ივნისი 23, 2025
- , პოლიტიკა
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა მაღალია. „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონმდებლობა ერთ-ერთი წარმატებულია. კანონი, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ბანკის ჩართულობით და ევროპელებთან თანამშრომლობით მივიღეთ, კარგად მუშაობს. ამ სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობამ მოლოდინს გადააჭარბა. უფრო მეტი დარჩა საპენსიო სქემაში , ვიდრე ველოდით. ხალხმა დაიჯერა სისტემის საიმედოობა და შენატანები გაიზარდა", - ამის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო ფონდის 2024 წლის ანგარიში განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, 2 % -ს ხელფასიდან დასაქმებული იხდის, 2%-ს დამსაქმებელი და 2%-ს სახელმწიფო, ხოლო შემდეგ საპენსიო ფონდი თანხების ინვესტირებას ახდენს კანონმდებლობის შესაბამისად. „ფონდის მომგებიანობა ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ია, რაც შესაბამისი სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდის მოცულობა 7 მილიარდ ლარამდეა, აქედან 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი ამონაგებია", - განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით კომიტეტის თავმჯდომარემ.