შაბათი, ივნისი 06, 2026

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოვლონდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. "სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში - ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელოში - ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, იმერეთში - წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში - ხაშურის მუნიციპალიტეტში, კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში - თიანეთის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთში - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 35 ერთეული მორი და დაახლოებით 51 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",_ აცხადებს უწყება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია