შაბათი, ივნისი 06, 2026

ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს


ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების გვერდზე ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე ვილი სანიოლის გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო-ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ორივე ამხანაგური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია