შაბათი, ივნისი 06, 2026

სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა


სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა

სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ტერიტორიაზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია