შაბათი, ივნისი 06, 2026

რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია- დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი


რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია- დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, 63 დაშავებულიდან კლინიკაში 42 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. საგანგებოში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ხანძრები. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ - შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკივზე განხორციელდა. ხარკივის შემთხვევაში 2 დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია