- ნოემბერი 25, 2024
ოზურგეთში სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი დაერქმევა
- ნოემბერი 29, 2023
- , სამართალი
დღეს, 29 ნოემბერს, ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპირო ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განკარგულება მიიღო. _ ქალაქ ოზურგეთში მდებარე სანაპიროს ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპირო ქუჩა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, _ განაცხადა სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ. განკარგულებას საკრებულოს წევრებმა კენჭი ერთხმად უყარეს -თავი არავის შეუკავებია. [simple-author-box]