- ნოემბერი 25, 2024
მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილის სხდომაზე მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასწრების უფლება შეუზღუდა
- მაისი 29, 2025
- , სამართალი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, მოსამართლე ნანა შამათავამ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომაზე მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება შეუზღუდა. "დღეს, 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე დასრულდა. სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზი და პროცესი მცირე დარბაზში (11 დარბაზი) გადავიდა. მსურველების დიდ ნაწილს, მათ შორის, მედიის და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს, სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლებიც. სასამართლოს მხრიდან პროცესის ამგვარი ორგანიზება, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხდომა პატარა დარბაზში ატარებს, არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ამ საკითხის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომის დაწყების მომენტისთვის თავისუფალია სასამართლოში არსებული ორი ყველზე დიდი დარბაზი (პირველი და მეორე დარბაზები)",_ აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო".