შაბათი, ივნისი 06, 2026

მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს


მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. "მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება",_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია