- ნოემბერი 25, 2024
„მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“ – ტრამპი მასკის შესახებ
- ივნისი 08, 2025
- , სამართალი
ილონ მასკი „ძალიან სერიოზულ შედეგებს“ წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებას. „მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს მასკთან ურთიერთობის აღდგენა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაპირისპირება ამ კვირის დასაწყისში საჯაროდ გახდა ცნობილი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ურთიერთობა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან დასრულდა, ტრამპმა უპასუხა: „მე ვივარაუდებდი, რომ კი, დიახ“. ტრამპმა მასკი „პრეზიდენტის თანამდებობისადმი უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა. „ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რამ არის, რადგან ის ძალიან უპატივცემულოდ იქცევა. პრეზიდენტის ოფისის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ შეიძლება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.