- ნოემბერი 25, 2024
ერთ დღეში 436 ადამიანი დაიღუპა – ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო
- ოქტომბერი 23, 2023
- , სამართალი
ღაზაში, ერთ დღე-ღამეში 436 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობილი ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხდება. ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 7 ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა 5087-მდე - რაც გუშინდელ მონაცემთან შედარებით 436-ით მეტია. მათი თქმით, ეს მოიცავს 2055 ბავშვს, 1119 ქალს და 217 მოხუცს. დაშავებულია 15273-ზე მეტი ადამიანი. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სამთავრობო უწყებებს ღაზას სექტორში, აკონტროლებს ჰამასი.