შაბათი, ივნისი 06, 2026

ჩოხატაურელ კიკბოქსინგელთა მორიგი წარმატება


ჩოხატაურელ კიკბოქსინგელთა მორიგი წარმატება

14-15 დეკემბერს, ქალაქმა ბათუმმა, მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში, უმასპინძლა აჭარის ჩემპიონატს „'შერეული კრივი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის კიკბოქსინგის კლუბი „ფირალები“. ურთულესი ჩხუბების მიუხედავად, გურულების შედეგი ასეთია: გურამ შავაძე, საბა თევზაძე და თემურ კიკვაძე შინ ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. ალექსანდრე ლომთათიძე და ილია წულაძე კი, ამჯერად ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. მწვრთნელი გივი გოგუაძე _ კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, 1 დანი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია