- ნოემბერი 25, 2024
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება
- აპრილი 20, 2025
- , სამართალი
ბათუმის აეროპორტში დღეს, 20 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [11:40 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავიც [ 11:49 სთ]. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, მიზეზი ცუდი ხილვადობაა [ნისლია], რის გამოც თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდა, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. წყარო: ბათუმელები