- ნოემბერი 25, 2024
“მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი მითხრეს”- ლაშა გაბიტაშვილი
- მაისი 19, 2025
- , სამართალი
პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ლაშა გაბიტაშვილი, ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც მან საკუთარ ვიდეომიმართვაში თქვა, იუსტიციის სახლმა მოქალაქეობის განახლებაზე უარი უთხრა, შესაძლოა, იმ მიზეზით, რომ გაბიტაშვილს მეორე მოქალაქეობა აქვს — ისრაელის, რომელიც მეუღლესთან ქორწინების შემდეგ მიიღო. გაბიტაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ მაინც მითხრეს უარი მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“, _ აცხადებს გაბიტაშვილი და ამატებს, რომ გეგმავს სამართლებრივ დავას და საკუთარი მოქალაქეობის დასაბრუნებლად იბრძოლებს. წყარო: ფორმულანიუსი