- ნოემბერი 25, 2024
“მე რომ მოსამართლე ვიყო”- ამირან გამყრელიძე მზია ამაღლობელის შესახებ
- ივლისი 30, 2025
- , სამართალი
"მე ვფიქრობ, რომ საკმარისია ის, რაც ქალბატონ მზიას გატარებული აქვს საპატიმროში, ვფიქრობ, რომ დაუმსახურებლად და მე რომ მოსამართლე ვიყო, გავათავისუფლებდი მას", - აცხადებს "ბათუმელების" ინფორმაციით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მისთვის წარდგენილი მუხლის მიხედვით ირაკლი დგებუაძისთვის გაწვნილი სილის გამო. 1 აგვისტოს ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესია.