პოლიტიკა
სტრატეგია „ევროპა 2020“ მიზნად ისახავს:
_ გლობალიზაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამოწვევებს უპასუხოს ევროპული ეკონომიკის უფრო კონკურენტუნარიანად გადაქცევის მეშვეობით (ტელეკომუნიკაციები, მომსახურებები, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ახალი მწვანე ტექნოლოგიები);
_ უზრუნველყოს ცოდნაზე დამყარებული განვითარება: ცოდნის, ინოვაციის, განათლებისა და ციფრული საზოგადოების დამკვიდრება;
_ მდგრადი განვითარება: რესურსების უფრო მეტად დამზოგველი, უფრო მწვანე და უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
_ ყოვლისმომცველი ეკონომიკური განვითარება: დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მქონე და სოციალური და ტერიტორიული ინტეგრაციის პრინციპზე დამყარებული ეკონომიკის დამკვიდრების ხელშეწყობა