შაბათი, ივნისი 06, 2026

სოფელ მშვიდობაურში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


სოფელ მშვიდობაურში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ბახვი ჰესის მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა სოფელ მშვიდობაურის (ოქროსქედი) 3 კმ-იანი ცენტრალური გზის მონაკვეთის მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები. ჩატარებული აქტივობის განმავლობაში გაიწმინდა და მოეწყო გზის გვერდით არსებული სანიაღვრე არხებიც. ბახვი ჰესის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოფლების - უკანავა, მთისპირი, ვანისქედის გზების რეაბილიტაცია. ჯამში, გზების მოხრეშვა-მოსწორების სამუშაოები 8 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია