შაბათი, ივნისი 06, 2026

ვარსკვლავური ქორწილი


ვარსკვლავური ქორწილი

ცოტა ხნის წინ, აშშ-ში კიდევ ერთი ვარსკვლავური ოჯახი შეიქმნა. „Nirvana“-ს ლიდერის, კურტ კობეინისა და კორტნი ლავის ქალიშვილი ფრენსის ბინ კობეინი გათხოვდა. მისი რჩეული ცნობილი ამერიკელი სკეიტბორდისტის, ტონი ჰოუკის ვაჟი რაილია. ქორწილი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ცერემონიის წამყვანი კი ჯგუფ R.E.M.-ის ვოკალისტი მაიკ სტაიპი იყო, რომელიც კობეინის ნათლიაა. ფრენსის კობეინი 31 წლისაა, მისთვის ეს უკვე მეორე ქორწინებაა. 2016 წელს ის დაშორდა მუსიკოს ისაია სილვას. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია