- ნოემბერი 04, 2023
საქსტატი მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს
- ნოემბერი 11, 2024
- , ფინანსები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. ამის შესახებ გამაფრთხილებელი სმს-შეტყობინებები მოქალაქეებსაც დაეგზავნათ. "14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ტარდება. ჩაერტე აღწერაში, გავიგოთ რამდენი ვართ!"_ წერია საქსტატის დაგზავნილ სმს- შეტყობინებაში. როგორც ცნობილია, წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივლისში გამოქვეყნდება. ცნობისთვის, აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და წელს პირველად ელექტრონულად წარიმართება.