შაბათი, ივნისი 06, 2026

ხონელებს ქარმა ნაძვის ხე წაუქცია და ვანელებს რაღაც შეუთვალეს…


ხონელებს ქარმა ნაძვის ხე წაუქცია და  ვანელებს რაღაც შეუთვალეს…

იმერეთში ქარი, განსაკუთრებით ქუთაისსა და ხონში, ჩვეულებრივი ამბავია. ახლახან მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, დასავლეთ საქართველოში, მგონი, ყველაზე გვიან ხონში წააქცია ნაძვის ხე. „წაგვექცა...ორი დღეა გმირულად უძლებდა სტიქიას, თუმცა...ვანი... თქვენთან რა ხდება“ _ წერია ხონის ფეიჯზე და მეზობელი ვანის რაიონია მოთაგული. გურულებზე არანაკლებ კვიმატი იუმორის მოყვარული იმერლები, ამ შემთხვევაში იმერელი, ქვეცნობიერად, შესაძლოა, იმ ანეგდოტს ეხმიანებოდეს, რწყილის გატყავებისას ხონელს რომ ვანელმა შესძახა, ქონი არ გააყოლო, ქონიო... სავარაუდოდ, ალბათ, ვანელები, უპასუხოდ არ დატოვებენ მეგობარ იმერლებს და ამჯერად უკვე რეალურად , (ოღონდ ცნობილი ანეგდოტის მოტივზე) ეტყვიან: “ სათამაშოები არ გააყოლოთ, მიხედეთო...“ [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია