შაბათი, ივნისი 06, 2026

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა


ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები , სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა. "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო- ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა. სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი" გადაეცა უწყების 4 თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის" გადაეცა უწყების 5 თანამშრომელს",_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში. „თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია - დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ,"- განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით ყაველაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია