შაბათი, ივნისი 06, 2026

უკრაინის პრეზიდენტი პუტინის ინიციატივას პასუხობს


უკრაინის პრეზიდენტი პუტინის ინიციატივას პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში პასუხობს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ. "ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს,"_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. „ეს კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა ხვალვე მოხდეს. „მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, - აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია