შაბათი, ივნისი 06, 2026

უაილდი და კაზინოს შვეიცარი


უაილდი და კაზინოს შვეიცარი

სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული იყო და ამის გამო უსახსროდაც ხშირად დარჩენილა. ერთხელ პარიზის ერთ-ერთ კაზინოში მთელი თავისი დანაზოგი უკანასკნელ ფრანკამდე წააგო. ჯიბეში აღარაფერი დარჩა, თუმცა ჭეშმარიტი ინგლისელი ჯენლტმენისათვის დამახასიათებელი ღირსება და იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს – კაზინოდან გამოსვლისას კართან მდგომ შვეიცარს მიუახლოვდა და უთხრა: - სერ, შეგიძლიათ ოცფრანკიანი მასესხოთ? - სიამოვნებით, სერ, - მიუგო შვეიცარმა, რომელმაც ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი მაინც გაუწოდა მონეტა. - არ არის საჭირო, ეს თქვენი ფეხის ქირაა, - ხელი აუქნია მწერალმა მისი სიტყვებით კიდევ უფრო გაკვირვებულ შვეიცარს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია