შაბათი, ივნისი 06, 2026

წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)


წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

BBC- ის ინფორმაციით, ჩინეთში რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 30 ადამიანია დაღუპული. 130-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებულია გზები და მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყდა. უსაფრთხოების მიზნით 80 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა. პეკინის გარეუბანში მთებში შეიარაღებული პოლიციისა და სხვა სამაშველო ჯგუფების ფართომასშტაბიანი მობილიზაციაა. ხელისუფლება ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. თუმცა, მაშინ როცა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან, ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ცხელი და ნოტიო ამინდია. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა მომდევნო კვირაში 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილის ზომები მიიღონ სიცხისგან თავის დასაცავად.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია