შაბათი, ივნისი 06, 2026

ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთში რკინიგზის თანამშრომელი დააკავეს


ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთში რკინიგზის თანამშრომელი დააკავეს

საბერძნეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Greek Reporter იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ქალაქ ლარისაში სადგურის თანამშრომელი დააკავა. როგორც ცნობილია, 59 წლის სადგურის ოსტატმა, თანამდებობა მხოლოდ 40 დღის წინ, ერთწლიანი ვარჯიშის შემდეგ დაიკავა. ის პასუხისმგებელია იმავე ლიანდაგზე მოხვედრილი მატარებლის მოძრაობაზე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სადგურის ოსტატი ამტკიცებდა, რომ გასცა ბრძანება მატარებლების ლიანდაგის შეცვლაზე, მაგრამ ეს სისტემურად არ განხორციელებულა. მას ბრალად ედება გაუფრთხილებლობით მკვლელობა, გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანება და ტრანსპორტირებაში სახიფათო ჩარევა. ინფორმაციისთვის, სამგზავრო მატარებელი რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ სატვირთო მატარებელს შეეჯახა.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია