შაბათი, ივნისი 06, 2026

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს


თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ფორმულას“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია