შაბათი, ივნისი 06, 2026

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა


თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

თიბისიმ მსხვილი კორპორაციული კლიენტების ფინანსური მენეჯერებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრები ტრადიციულად BDO Academy-სთან თანამშრომლობით გაიმართა. ტრენინგების მთავარი თემა წელს ბიზნესის მართვის ახალი სტანდარტები იყო, მათ შორის: „RPA და ციფრული ბუღალტერია: მონაცემთა სინქრონიზაცია საგადასახადო და ფინანსური აუდიტისთვის“, „2024 წლის აქტუალური საგადასახადო საკითხები“ და „ფასს 16 - იჯარა“. სალექციო საკითხები ფინანსური მენეჯერების წინასწარი გამოკითხვის მიხედვით შეირჩა, შეხვედრები კი BDO Academy-ს ტრენერებმა ჩაატარეს. “თიბისი ყოველთვის უსმენს პარტნიორებს და დროულად პასუხობს მათს ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. უკვე ოთხი წელია „BDO აკადემიასთან“ ერთად ვატარებთ შეხვედრებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსური მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული. დარწმუნებული ვარ, ტრენინგები პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაში”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია