- მაისი 04, 2026
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ერთვება (R)
- სექტემბერი 01, 2021
- , საზოგადოება
2021 წლის 1 სექტემბრიდან, თიბისი სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების" სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000₾. 200,000 ₾-ზე მეტი მოცულობის სესხებზე, შესაძლოა დარჩენილი თანხა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მხრიდან პარალელური იპოთეკური სესხით. თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით. თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით. იპოთეკური ცენტრი და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და პირობებს დეველოპერული კომპანიების პროექტების მიმართულებით. დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ კონცეპტ ცენტრს ან პერსონალურ ბანკირს.(R)