შაბათი, ივნისი 06, 2026

სტიქია დასავლეთ საქართველოში _ ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს


სტიქია დასავლეთ საქართველოში _ ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" კომპანიიდან აცნობეს. "დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. თუმცა, ძლიერმა ქარმა დააზიანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი. მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც. სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში - ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. იმერეთში - ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის, ასევე, გურიაში, ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს. შეზღუდვები სხვა რაიონებშიც ფიქსირდება, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ყველაზე რთული მდგომარეობაა. დაზიანების ადგილებში შესულები არიან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ართულებს, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს", _ ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია