შაბათი, ივნისი 06, 2026

სოციალურ ქსელში პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავეს (უცხოეთი)


სოციალურ ქსელში პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავეს (უცხოეთი)

Euronews- ის ინფორმაციით, სულ მცირე 37 ადამიანი დააკავეს თურქეთში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც აკრიტიკებდნენ სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებას. ცნობისთვის, იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის მთავარ კონკურენტადაა მიჩნეული. იმამოღლუ ოთხშაბათს დააკავეს. ამას გარდა კიდევ 105 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ბიზნეს ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ სტამბოლის მერს ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული ჯგუფის დახმარება. თუმცა, ის და მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია