- მაისი 04, 2026
საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა
- ივლისი 11, 2025
- , საზოგადოება
საქართველოს ბანკმა, ხანის აკადემიასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებზე ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალი კამპანია „გამოცდები 2025“ შექმნა. ინიციატივის ფარგლებში კი აბიტურიენტებს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა მოკლე აუდიო-ლექციებზე, რომლებიც საგამოცდო საგნების გადამეორებაში დაეხმარება. გაკვეთილებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული. ახლახან სალექციო კურსს მათემატიკის გაკვეთილებიც დაემატა. გამოცდების თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა საგნობრივი კურსებიც. წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!