შაბათი, ივნისი 06, 2026

საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს


საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ბერძნული მედია წერს, რომ დაღუპულები მიგრანტები არიან. მათი ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. საბერძნეთის რეგიონი, სადაც ცხედრები იპოვეს, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია. 19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელია ევაკუირებული. ცეცხლი უახლოვდება ქალაქ ალექსანდროპოლისს. სტიქიის გამო ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა აუცილებელი, ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს. ხანძრის კერებია ცენტრალური საბერძნეთის კუნძულ ევიასა და ბეოტიაზეც, ისევე როგორც აღმოსავლეთ როდოპის რეგიონში და ჩრდილოეთის ქალაქ კავალაში.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია