შაბათი, ივნისი 06, 2026

მოსახლეობის დაახლოებით 10%, 370 000 მოქალაქე, ე.წ. „შავ სიაშია“ -„საზოგადოება და ბანკები“


მოსახლეობის დაახლოებით 10%, 370 000 მოქალაქე, ე.წ. „შავ სიაშია“ -„საზოგადოება და ბანკები“

ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" კრედიტინფოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ 1 სესხი მაინც. იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი. "ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში. ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ეს მონაცემები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. „შავ სიაშია“. წყარო - კრედიტინფო საქართველო",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია