- მაისი 04, 2026
მეტროს ლიანდაგში ჩავარდნილი კაცი ადგილზე დაიღუპა
- დეკემბერი 10, 2024
- , საზოგადოება
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ლიანდაგში ჩავარდა, ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის მეტრო გაჩერებულია. მომხდარის შესახებ ვრცელდება რამდენიმე ვერსია - ზუსტ მიზეზს სამართალდამცველები დაადგენენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც "რუსთავი2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, აღნიშნული ფაქტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.