შაბათი, ივნისი 06, 2026

მეთ დეიმონი ძალადობის წინააღმდეგ


მეთ დეიმონი ძალადობის წინააღმდეგ

ამერიკული მას-მედიის ცნობით, ცნობილი მსახიობი მეთ დეიმონი ახალი ინიციატივით გამოვიდა. “ოსკაროსანმა” მსახიობმა უარი განაცხადა იმ პროექტებში მონაწილეობაზე, რომლებიც ძალადობის სცენებითაა გაჯერებული. მეთ დეიმონის სახელი კინოს მოყვარულებისათვის კარგად არის ცნობილი. მან მონაწილეობა მიიღო შემდეგ გახმაურებულ სურათებში: “გონიერი უილ ჰანტინგი”, “ნიჭიერი მისტერ რიპლი”, “რიგითი რაიანის გადარჩენა” და კინოდილოგია ჯეისონ ბორნის შესახებ. ცოტა ხნის წინ მსახიობმა აღიარა, რომ ბევრი სცენარი რომლებსაც სთავაზობენ, უხვადაა გაჯერებული უაზრო ძალადობით. მას კი აღარ სურს ასეთ ფილმებში გამოჩენა. მეთ დეიმონის აზრით, ასეთი სცენები უარყოფითად ზემოქმედებს მაყურებლის ფსიქიკაზე და აღძრავს მასში სურვილს, რეალურ ცხოვრებაშიც გაიმეოროს თვალით ნანახი ძალადობის აქტები.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია