შაბათი, ივნისი 06, 2026

ლენინის მავზოლეუმი და ჯინსები


ლენინის მავზოლეუმი და ჯინსები

ბატონი ანზორ გაბიტაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებდა: „სამი წელი ვიმუშავე “გურიაში”. 1987-1990 წლებში მოსკოვში ჩავედით სათამაშოდ. გუნდის ადმინისტრატორი კაკო ორმოცაძე იყო, ორი ღერი რუსული არ იცოდა და სულ ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე, როცა უცხო ქალაქში მივდიოდით სათამაშოდ. მოსკოვში დილით გავედით სასეირნოდ. ქალაქს ვათვალიერებდით და წითელ მოედანზე მოვხვდით. ლენინის მავზოლეუმთან უშველებელი რიგია გაჭიმული. კაკომ მკითხა, რა ხდებაო. ჯინსები იყიდება ნაღდი ამერიკული და იმიტომ არის ამხელა რიგი-მეთქი. „სიმონიჩ”, დავდგები რიგში და ერთ-ორ ჯინსს ვიყიდიო. კარგი, ოღონდ სასტუმროში მალე დაბრუნდი-მეთქი ვუთხარი და დავტოვე. რაღა გავაგრძელო და საღამომდე იდგა იმ რიგში კაკო ორმოცაძე, მერე საპატიო წრე დაარტყა ლენინის სარკოფაგს და გაცეცხლებული ამოვარდა სასტუმროში”. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია