- მაისი 04, 2026
იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
- იანვარი 13, 2025
- , საზოგადოება
იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კიუშუს რეგიონში, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა მიაძაკის პრეფექტურაზე, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრი იყო. დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.