შაბათი, ივნისი 06, 2026

ფეხბურთში ახალი წესი შემოიღეს


ფეხბურთში ახალი წესი შემოიღეს

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ბელფასტში გამართულ ყოველწლიურ შეკრებაზე გადაწყვიტა, ფეხბურთში მეკარეებისთვის ახალი წესი აამოქმედოს, რომლის მიხედვითაც, მათ ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამის განმავლობაში შეეძლებათ. თუ მეკარე ბურთით ხელში 8 წამზე დიდხანს გაჩერდება, მატჩის მთავარი არბიტრი მეტოქე გუნდს კუთხურის ჩაწოდების უფლებას მისცემს. IFAB-ის ცნობით, აღნიშნული წესი ოფიციალურად 2025/2026 წლის საფეხბურთო სეზონიდან შევა ძალაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს რეგულაცია რამდენჯერმე შეამოწმეს და მნიშვნელოვნად იკლო მეკარეთა მხრიდან დროის გაყვანის მცდელობამ. ამჟამად არსებული რეგლამენტის მიხედვით, მეკარეს ბურთის ხელში დაჭერა 6 წამის განმავლობაში შეუძლია, გადაცდენის შემთხვევაში კი თავისუფალი დარტყმა ინიშნება მეტოქის სასარგებლოდ. ძირითადად, მსაჯები ამ წესის სრულფასოვნად აღსრულებისგან თავს იკავებენ. წყარო: 1tv.ge



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია