შაბათი, ივნისი 06, 2026

დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა _ სარკინიგზო კატასტროფა საბერძნეთში


დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა _ სარკინიგზო კატასტროფა საბერძნეთში

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს სატვირთო და სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ, მგზავრთა ვაგონს კი ცეცხლი წაეკიდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები დამწვარი ვაგონებიდან ცხედრების გამოყვანას ცდილობენ. მომხდარის გამო თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი. მთავრობამ კი ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიების პირობა დადო. მომხდარის შემდეგ რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყვეს და ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. პროტესტს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია