- მაისი 04, 2026
ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა
- აგვისტო 03, 2025
- , საზოგადოება
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილის და სკუტერის მძღოლი დაეჯახა. ავარიის შედეგად სკუტერის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. სამწუხაროდ, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბესო თოდუაა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.