შაბათი, ივნისი 06, 2026

ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ჩხაკაურაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო


ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ჩხაკაურაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, მაღალმთიან სოფელში, ჩხაკაურაში იმყოფებოდა. მან ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა. მერმა, სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, მშენებარე სკოლა და ბეტონის საფარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. სკოლის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება, მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. ბეტონის გზის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ, რომელიც საქართველოს მთავრობის რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, 297 691 ლარი შეადგინა.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია