შაბათი, ივნისი 06, 2026

ჩაშუშული ღორის ხორცი არაჟნით


ჩაშუშული ღორის ხორცი არაჟნით

საჭირო მასალა: ერთი კგ უძვლო ღორის ხორცი. დავჭრათ ლუკმის ტოლ ზომებად. დავაყაროთ ცოტა მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კარგად ავურიოთ და ცხელ "ჟარონაზე", რომელზეც ზეთია დასხმული, დავალაგოთ, შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ცალკე ავიღოთ ჯამი, ჩავასხათ 200 გრამი არაჟანი, ოდნავ მარილი, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, წიწაკა გემოვნებით, ავურიოთ კარგად. შემდეგ შემწვარი ხორცი გამოვიღოთ, ჩავალაგოთ მომზადებულ სითხეში, წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ. თუ გვექნება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა ან პიტნა.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია