შაბათი, ივნისი 06, 2026

ანა ბუჩუკური: „სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, გაუთიშონ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში“


ანა ბუჩუკური: „სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, გაუთიშონ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში“

“სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, რომ თავს გადასარევად გრძნობს”, _ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის “ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა _ იუწყება 1tv.ge. ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილი თავისი განცხადებით აზიანებს პროცესს, რაც უკავშირდება პროტესტს თბილისსა და თბილისს გარეთ. „ქუჩის პროტესტები თბილისში და თბილისს გარეთ – ამ პროცესებს უბრალოდ აბინძურებს და აზიანებს, ჩვეულებრივი მავნებელია. ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს, მაგრამ პროცესს, რა თქმა უნდა, აზიანებს. ყურადღების ცენტრში ყოფნის წყურვილით თუ რა სურვილით აკეთებს თუ აფუჭებს ამ ყველაფერს, მის პარტიას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მავნებლობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებს“, – განუცხადა ანა ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“. ამავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა: „თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა, უფრო მეტი შეტევა, გაფიცვა, იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ხალხს“.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია